• თბილისი 06:20
  • ბაქო06:20
  • ნიუ-იორკი21:20

ექიმები

მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს თორაკალურ ქირურგთა ასოციაციის რევრი. 

თორაკალური ქირურგი, ონკოქირურგი

 

1995წ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი,

1995-96წწ გაიარა ინტერნატურა ზოგად ქირურგიაში მერვე საავადმყოფოს ბაზაზე, ხოლო 1997-2000წწ ასპირანტურა ონკოლოგიაში ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში.

 

2000-2009 წლებში მუშაობდა ა. ღვამიჩავას სახ.ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის თორაკალური განყოფილების ექიმ-ონკოლოგად, 2009 წლიდან კი თორაკალური განყოფილების გამგედ. 

2011 წლიდან დაინიშნა შ.პ.ს. ონც-ის თორაკალური, თავკისრის და მამოლოგიური გაერთიანებული დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ხოლო 2013 წლიდან უნივერსალური სამედიცინო ცენტრის თორაკალური, თავკისრის, ძვლების და რბილი ქსოვილების სიმსივნეების გაერთიანებული დეპარტამენტის ადმინისტრატორად.

2017 წლიდან მუშაობს კლინიკა „ვივამედში“ ონკოლოგიურ დეპარტამენტში თორაკალურ ქირურგად, ონკოქირურგად

ზაზა ლომიძე

თორაკალური ქირურგი, ქირურგიული ონკოლოგი
© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.