• თბილისი 01:49
  • ბაქო02:49
  • ნიუ-იორკი17:49

ჯანმრთელობის დაზღვევა

მრავალპროფილურ კლინიკა ვივამედს აქვს მჭიდრო კავშირი, როგორც ადგილობრივ სადაზღვევო კომპანიებთან, ასევე ჩართულია სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებულ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 


საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ჩვენი კლინიკა ითვალისწინებს შემდეგ მომსახურეობებს:


-   გეგმური ამბულატორიული მომსახურება;

-   გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება;

-   გადაუდებელი სტაციონალური მკურნალობა.


ანაზღაურდება 70%-ით, კერძოდ:

  ენდოკრინოლოგი;

  ოფთალმოლოგი;

  კარდიოლოგი;

  ნევროლოგი;

  გინეკოლოგი;

  ოტორინოლარინგოლოგი;

  უროლოგი.


ანაზღაურდება 100%-ით:

•   ელექტროკარდიოგრაფია


ანაზღაურდება 70%-ით

  მუცლის ღრუს ექოსკოპია (სისტემების მიხედვით, ტრანსაბდომინურად)

  გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია

  ექიმის დანიშნულებით, კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები;


ანაზღაურდება 100%-ით: 

  სისხლის საერთო ანალიზი;

  შარდის საერთო ანალიზი;

  გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;

  კრეატინინი;

  ქოლესტერინი სისხლში;

  შრატში ლიპიდების განსაზღვრა;

  განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;

  პროთრომბინის დრო;

 

ანაზღაურდება 70%-ით:

•   ღვიძლის ფუნქციური სინჯები;

  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი.


ანაზღაუდება 100%-ით:

  ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა;

  450-ზე მეტი გადაუდებელი მდგომარეობა განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად. 


ანაზღაურდება 70%-ით:

  ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა.


18 წლამდე ასაკის მოსარგებლეებისთვის მომსახურება ანაზღაურდება სრულად.


მშობიარობა:

•   ფიზიოლოგიური მშობიარობა-ლიმიტი 500 ლარი;

  საკეისრო კვეთა- ლიმიტი 800 ლარი.


კლინიკა ვივამედს შეუძლია დაეხმაროს, ნებისმიერი ეროვნების სოციალური სტატუსის მქონე პირებს, მათი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებასა და გამოჯანმრთელებაში. სამედიცინო დაზღვევის მხარდაჭერით, საუკეთესო ქართველ და უცხოელ ექიმთა გუნდის მომსახურებით, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების მეშვეობით. ჩვენი გუნდი მზადაა გაუწიოს ბენეფიციარებს გულითადი და მაღალკვალიფიციური მომსახურება, რადგან ვუზრუნველყოთ, პაციენტისთვის ხელმისაწვდომი ჯანმრთელი მომავალი.

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.