• თბილისი 16:35
  • ბაქო16:35
  • ნიუ-იორკი08:35

გინეკოლოგია

სამედიცინო ცენტრი „ვივამედის“ გინეკოლოგიური დეპარტამენტი უზრუნველყოფს გინეკოლოგიური პათოლოგიების მკურნალობას მტკიცებულებით მედიცინაზე დაყრდნობით და შედგება რამოდენიმე  მიმართულებისაგან, რომლებიც მოიცავენ გინეკოლოგიური დაავადებების მთელი სპექტრის ეფექტურ კონსერვატიულ და ქირურგიულ მკურნალობას:

 

1. ამბულატორიული გინეკოლოგია: გინეკოლოგის კონსულტაცია, პროფილაქტიკური გასინჯვა/ კონსულტირება და ინფორმირება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე: 

 

• PAP ტესტი, კოლპოსკოპია,  საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული კვლევა, საშვილოსნოს ყელის არხის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა;

• მენსტრუალური ციკლის დარღვევების დიაგნოსტიკა და კონსერვატიული მკურნალობა, მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა);

• ოჯახის დაგეგმარება(კონტრაცეფციის შერჩევა);

• მცირე მენჯის ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და კონსერვატიული მკურნალობა;

• პერიმენოპაუზის მართვა და ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია;

• პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის კონსერვატიული მკურნალობა; 

• გენიტალური ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა, კონსერვატიული  მკურნალობა;

• გინეკოლოგიური ენდოკრინოპათიები -ჰიპოთალამური სინდრომი/სპს; მეტაბოლური სინდრომი რეპროდუქციული დარღვევებით/სპს; ჰიპერპროლაქტინემია; ადრენოგენიტალური სინდრომი; კლიმაქტერული სინდრომი; საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომი; რეზისტენტული საკვერცხეების სინდრომი; პოსტკასტრაციული სინდრომი (ქირურგიული მენოპაუზა) და სხვა ჰიპოესტროგენული მდგომარეობები (მათ შორის სხეულის მასის დეფიციტთან ასოცირებული რეპროდუქციული დარღვევები); ჰიპერანდროგენული მდგომარეობები, ანდროგენიზაცია და მასთან ასოცირებული ესთეტიკური პრობლემები(საკვერცხეების პოლიცისტოზის სინდრომი (სპს), ადრენოგენიტალური სინდრომი და სხვა) - პათოლოგიური თმიანობა სახესა და სხეულზე, აკნე, რეპროდუქციული დანაკარგები (თვითნებითი აბორტები, ორსულობის შეწყვეტა), ,,ჰორმონული'' გამონაყარი), კანის ცხიმიანობის მატება (სებორეული დერმატიტი) და სხვა; 

• უნაყოფობის ყველა ფორმა (ენდოკრინული/ანოვულაციათან ასოცირებული, ტუბოპერიტონეალური, იმუნოლოგიური, მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში პარტნიორის სიტუაციური მართვა უროლოგებთან ერთად); 

• რეპროდუქციული დანაკარგები (თვითნებითი და ჩვეული აბორტი);

• სქესობრივი განვითარების დარღვევები და მათთან ასოცირებული რეპროდუქციული პრობლემები; 


ქირურგიული გინეკოლოგია: ჩვენს განყოფილებაში ტარდება ოპერაციები ლაპაროსკოპიული, ჰისტეროსკოპიული, ჰისტეროირეზექტოსკოპიული, ლაპაროტომიული და ვაგინალური მიდგომით:


• დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია (ქალის უნაყოფობის,  მცირე მენჯის ტკივილის სინდრომის და სხვა პათოლოგიის დროს);

• ლაპაროსკოპიული სტერილიზაცია;

• ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია;

• ლაპაროსკოპიული მიომექტომია (მიომის კვანძის ამოკვეთა საშვილოსნოს ფიბრომიომის დროს);

• ლაპაროსკოპიული ოოფორექტომია(საკვერცხეების კისტები, კეთილთვისებიანი სიმსივნეები, სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი ანომალიებისას და სხვა) 

• ქირურგიული კასტრაცია (სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს);

• საკვერცხის კისტის ლაპაროსკოპიული ამოკვეთა;

• საკვერცხეების ლაპაროსკოპიული დრილინგი (პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს);

• საშვილოსნოს მილების პლასტიკური ოპერაციები ტუბოპერიტონეალური უნაყოფობის დროს;

• დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია;

• ჰისტერორეზექტოსკოპია და სხვა ჰისტეროსკოპიული ოპერაციები - ენდომეტრიუმის აბლაცია, მიომექტომია(საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომის ამოკვეთა), პოლიპის ამოკვეთა, საშვილოსნოს ძგიდის ამოკვეთა, საშვილოსნოს შიდა შეხორცებების ჰისტეროსკოპიული გათავისუფლება, საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციის საშუალების ამოღება ჰისტეროსკოპიული მეთოდით);

• საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის,  საშოს, გარეთა სასქესო ორგანოების, შორისის პლასტიკური ოპერაციები;

• ოპერაციები შარდის სტრესული შეუკავებლობის დროს: TVT, TOT;

• ოპერაციები ბართოლინის ჯირკვლის დაავადებების დროს;

• საშოსმხრივი ოპერაციები გენიტალური პროლაფსის დროს;

• ვულვექტომია;

• საშვილოსნოს ყელის კონიზაცია და  ექსციზია  დისპლაზიის და სხვა არაანთებითი დაავადებების დროს;

• არაპერფორირებული საქალწულე აპკის პლასტიკა;

• ოპერაციები ლაპაროტომიული მიდგომით საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის, საკვერცხის და საშვილოსნოს მილების  დაავადებების დროს(ტოტალური  და სუბტოტალური ჰისტერექტომია,  მიომექტომია უნაყოფობის დროს, საკვერცხის კისტექტომია, სალპინგოოოფორიექტომია, როცა ლაპაროსკოპია უკუნაჩვენებია, მეტროპლასტიკა, ოპერაციები მწვავე პერიტონიტის გამო);

• ვაგინალური ფისტულების აღდგენა (შარდისბუშტ-საშოს ფისტულის პლასტიკა; საშო-ნაწლავის ფისტულის აღდგენა);

• ლაპაროსკოპიულად ასისტირებული საშვილოსნოს ვაგინალური ექსტირპაცია;

• საშვილოსნოს გარე ორსულობის დროს ლაპაროსკოპიული ოპარციები, მათ შორის კონსერვატიული(მილის შენარჩუნებით).

 

 3. უროგინეკოლოგია და მენჯის რეკონსტრუქციული ქირურგია: საშოს კედლების პლასტიკა, ბიორჩის კოლპოსუსპენზია  (მათ შორის შარდის შეუკავებლობის კონსერვატიული და ოპერაციული მკურნალობა,  თანამედროვე მინიმალური ინვაზიური ტექნოლოგიების გამოყენებით, მენჯის ორგანოების პროლაფსი, ვაგინალური ფისტულები, საშვილოსნოს და საშოს თანდაყოლილი ანომალიები); 

 

4. გინეკოლოგიური ონკოლოგია: ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის სრული სპექტრი და მათი ოპერაციული  მკურნალობა  საშვილოსნოს, ენდომეტრიუმის, საკვერცხის, საშოს და ვულვის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს(ადგილზე ფუნქციონირებს ქიმიოთერაპია);

 

• საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნე, საშვილოსნოს ტანის ავთვისებიანი სიმსივნე

რადიკალური ჰისტერექტომია  (ვერტჰაიმ-მეიგსის ოპერაცია)  - საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში: საშვილოსნოს და მისი დანამატების, საშოს ზემო მესამედის, რეგიონული ლიმფური კვანძების და საკვერცხეების ამოკვეთის რადიკალური ოპერაცია;

• საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე (ლაპაროტომია, ჰისტერექტომია, ბილატერალური სალპინგოოოფორიექტომია + ომენტექტომია + რეგიონალური და/ან პარააორტული ლიმფური კვანძების დისექცია) ;

• ვულვის ავთვისებიანი სიმსივნე- რადიკალური ვულვექტომია, საზარდულის და ბარძაყის ლიმფოდისექციით;

ექიმები

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.