• თბილისი 15:55
  • ბაქო16:55
  • ნიუ-იორკი07:55

უროლოგია

კლინიკა ვივამედის  უროლოგიურ დეპარტამენტში  პაციენტებს უტარდება უროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (თირკმლის, თირკმელზედა ჯირკვლების, რეტროპერიტონეალური სივრცის, შარდსაწვეთის, შარდის ბუშტის, საშარდე მილის, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეებიც, აგრეთვე სათესლე ჯირკვლების, სათესლე პარკის, სასქესო ასოს სიმსივნეები). აქტიურად გამოიყენება ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური მეთოდიკები. კეთდება ოპერაციული ჩარევების ყველა სახეობა მამაკაცის სასქესო სფეროს, შარდგამომყოფი სისტემის, რეტროპერიტონეალური სივრცის ონკოლოგიური პათოლოგიებისას.

 

უროლოგიური სამსახური მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

 

1. ამბულატორიული უროლოგია.

2. ზოგადი უროლოგია (შარდკენჭოვანი დაავადების, საშარდე სისტემის ორგანოების ანთებითი დაავადებების და მათი ტრავმული დაზიანებების მკურნალობა)

3. უროონკოლოგია (ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის სრული სპექტრი და მათი ოპერაციული მკურნალობა)

4. უროგინეკოლოგია (შარდის შეუკავებლობის კონსერვატიული და ოპერაციული მკურნალობა, მათ შორის თანამედროვე მცირედინვაზიური ტექნოლოგიების გამოყენებით);

5. მინიმალური ინვაზიური ქირურგია (ლაპაროსკოპია, ენდოუროლოგიური ოპერაციები);

6. ანდროლოგია (სექსუალური დისფუნქციის, მამაკაცთა უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა)

7. ბავშვთა უროლოგია (საშარდე სისტემის თანდაყოლილი ანომალიის დიაგნოსტიკა და ოპერაციული მკურნალობა)

 

აღნიშნული მიმართულებები მოიცავს უროლოგიური დაავადებების მთელი სპექტრის ეფექტურ კონსერვატიულ და ქირურგიულ მკურნალობას, მათ შორის:

 

შარდკენჭოვანი დაავადების დროს:

 

1. ნეფროლითოტომია, პიელოლითოტომია, ურეთეროლითოტომია, ცისტოლითოტომია

2. ცისტოსკოპია, ენდოსკოპიური ცისტოლითოლაპაქსია. ურეთეროსკოპია, ენდოსკოპიური ურეთეროლითოეექსტრაქცია. შარდსაწვეთის სტენტირება და პერკუტანული ნეფროსტომია.

 

საშარდე სისტემის ორგანოების ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში:

 

1. თირკმლის ბიოფსია. ნეფრადრენალექტომია, ნეფრურეთერექტომია, თირკმლის რეზექცია.

2. ადრენალექტომია და რეტროპერიტონეალური სივრცის წარმონაქმნის ამოკვეთა.

3. შარდის ბუშტის ტრანსურეთრალური რეზექცია, შარდის ბუშტის ნაწილობრივი რეზექცია, ცისტექტომია, შარდის ბუშტის რეზერვუარის ფორმირებით. პალიატიური ნეფროსტომია ონკოდაავადების ფონზე განვითარებული ჰიდრონეფროზის დროს

4. წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსია,  რადიკალური პროსტატექტომია, ორმხრივი ორხექტომია;

5. მამაკაცის სასქესო ამპუტაცია, ლიმფოდესექციით.

6. ორხფუნიკულექტომია.

 

საშარდე სისტემის ორგანოების და მამაკაცის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების  დროს:

 

1. პერკუტანული დრენირება პარანეფრიტის და პიონეფროზის დროს, თირკმლის დეკაპსულაცია, ნეფრექტომია. შარდსაწვეთის სტენტირება ობსტრუქციული პიელონეფრიტის დროს

2. პროსტატის ტრანსურეთრალური რეზექცია და პროსტატის აბსცესის დრენირება

3. სკროტოტომია, ეპიდიდიმექტომია ან ორხექტომია ჩირქოვანი ორქოეპიდიდიმიტის დროს.

4. ოპერაციები ფიმოზის, პარაფიმოზის შემთხვევაში. ურეთრის ოპტიკური რეკანალიზაცია ან ურეთრის პლასტიკა ურეთრის სტრიქტურის დროს;

 

საშარდე სისტემის თანდაყოლილი ანომალიის დროს:


პიელოურეთრალური სეგმენტის პლასტიკა. წყალმანკის, ფიმოზის კორექცია. ორხოპექსია კრიპტორქიზმის დროს. ჰიპოსპადიის და ურეთრის სარქველის კორექცია. ოპერაციული მკურნალობა ცისტოურეთერალური რეფლუქსის დროს.

 

ანდროლოგიური დავადების დროს: ადენომექტომია და პროსტატის ტრანსურეთრალური რეზექცია. წყალმანკის, ვარიკოცელეს კორექცია. პრიაპიზმის და პეირონის დაავადების მკურნალობა. მამაკაცებში ერექტიული დისფუნქციის და უშვილობის მკურნალობა

 

განყოფილების ბაზაზე ფუნქციონირებს საკონსულტაციო კაბინეტი სადაც შეძლებთ ჩაგიტარდებათ მაღალკვალიფიციურ დახმარება და მიიღებთ ამომწურავ, გასაგებ პასუხს თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე უროლოგიურ პათოლოგიებთან დაკავშირებით.

ექიმები

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.