• თბილისი 02:49
  • ბაქო02:49
  • ნიუ-იორკი17:49

პაციენტის უფლებები

პაციენტის უფლებები

 

პაციენტს (საჭიროებისამებს,ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს)

უფლება აქვს:

 

1. მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება

2. მიიღოს სრულყოფილი მომსახურება განურჩევლად რასის,კანის ფერის,ენის,სქესის,გენეტიკური მემკვიდრეობის,ფიზიკური უუნარობის,რწმენის და აღმსარებლობის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების,ეროვნული,ეთნიკურიდა სოციალური კუთვნილების,წარმოშობის,ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის,საცხოვრებელი ადგილის,დაავადების,სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობისა.

3. მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომელიც ხელს უწყობს თავისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ან უარყოფითად მოქმედებს მასზე.

4. მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია: თავისი უფლებების და მოვალეობების,სამედიცინო მომსახურების საფასურის და ანაზღაურების ფორმების,სამედიცინო მომსახურების შესაძლო რისკების, ეფექტიანობის და ალტერნატივების შესახებ.

5. დასვას კითხვები, როდესაც მისთვის ბუნდოვანია მკურნალობის მეთოდი და დანიშნული კურსი.

6. გაეცნოს სამედიცინო ჩანაწერებს და მოითხოვოს თავისივე მოწოდებულ ინფორმაციაში შესწორების შეტანა.

7. მოითხოვოს დავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაციის/ჩანაწერების ასლი.

8. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე კლინიკა ვერ უწრუნველყოფს სათანადო მკურნალობის აღმოჩეენას, დროულად მოახდინოს გადამისამართება სხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

9. მიიღოს ინფორმაცია მნახველების დაშვებასთან დაკავშირებულ უფლებებზე და თანახმობა(თუ არ არსებობს რაიმე ობიექტური შემზღუდავი გარემოება,მაგ:ეპიდემიოლოგიური რისკი) ან უარი განაცხადოს მნახველთა მიღებაზე

10. მიიღოს ინფორმაცია პერსონალური მონაცემების, მათ შორის,განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური (სახელი,გვარი,პირადი ნომერი,ფოტო,ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია)მონაცემების დამუშავებაზე.

11. უარი ან თანხმობა განაცხადოს თავისი პერსონალური მონაცემების,მათ შორის,განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემაზე, თუ აღნიშნული ქმედება არ არის დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით,ასევე,უფლება აქვს უარი ან თანხმობა განაცხადოს მონაცემების არამიზნობრივ გამოყენებაზე.

12. ქმედუნარიანობის შემთხვევაში, გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას მანვე უნდა დაასახელოს ის პირი, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.

13. წერილობითი უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურების მიღებაზე.

14. ექიმთან განიხილოს ეთიკური საკითხი, რომელიც შეიძლება წამოიჭრას მკურნალობის პროცესში და საჭიროების შემთხვევაში,ხელმისაწვდომობა ჰქონდეს კლინიკის ეთიკის კომისიასთან.

15. მეორე აზრის მოსაძიებლად დაუბრკოლებლად მიმართოს სხვა ექიმს ან/და სამედიცინო დაწესებულებას.

16. აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი.

17. წერილობითი ან სიტყვიერად დააფიქსიროს უკმაყოფილება მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

 

არასრულწოლოვანი პაციენტის შემთხვევაში:

 

1. არასრულწოლოვანი პაციენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მკურნალი ექიმისგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

2. არასრულწლოვან პირს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ, მიწოდებული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს მის ასაკსა და გონებრივი განვითრების დონეს.

3. 16 წელზე მეტი ასაკის არასრულწლოვან პაციენტს, რომელიც, სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით, სწორედ აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უფლება აქვს, ინფორმირებული თანხმობა ან უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, პაციენტს ამ გადაწყვეტილების შესახებ, ეცნობება მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს,გარდა კანონმდებლობით.

4.  14 დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს, რომელიც სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით, სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უფლება აქვს დამოუკიდებლად მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, სქესობრივად გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკის ან მკურნალობის, ნარკომანიის მკურნალობის, კონტრაცეფციის, არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაციის მიღების ან ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზნით.პაციენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს პაციენტის ინფორმირებული თანხმობა ამ ინფორმაციის მიწოდებაზე ან/და პაციენტი უარს აცხადებს შესაბამისი მკურნალობის ჩატარებაზე და პაციენტი , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქმედუნარიანად არ ითვლება.

 

პაციენტის პასუხისმგებლობები

 

პაციენტის(საჭიროებისამებრ, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის) პასუხისმგებლობებია:

 

1.მიაწოდოს სრული და ზუსტი ინფორმაცია (პირადი მონაცემების,ჯანმრთელობის მდგომარეობის, გადატანილი და თანმხლები, ქრონიკული და მწვავე დაავადებების,ჰოსპიტალიზაციის, მიღებული მედიკამენტების შესახებ) სერვისის გამწევ დაწესებულებას.

2. სრულყოფილად ჩაერთოს მომსახურების და მკურნალობის პროცესში, ექიმთან განიხილოს მისი მდგომარეობა,მკურნალობის გეგმა , მიდგომები და შეატყობინოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცვლილებები.

3. დასვას კითხვები, თუ მკურნალობის გეგმა ან მითითება არ არის გასაგები.

4. ზედმიწევნით დაიცვას მკურნალობასთან დაკავშირებული ინსტრუქციები.

5. აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე,თუ არ დაიცვა მკურნალობასთან დაკავშირებული ინსტრუქციები ან უარი განაცხადა მასზე.

6. ითანამშრომლოს კლინიკის პერსონალთან, რომელიც უწევს დახმარებას.

7.იყოს ტაქტიანი პერსონალთან ურთიერთობისას, მოიქცეს და ისაუბროს თავაზიანად

8. პატივი სცეს სხვა პაციენტების და სამედიცინო პერსონალის უფლებებს.

9.მიყვეს კლინიკის შიდა ინსტრუქციებს, პოლიტიკას წესებს და რეგულაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხო მომსახურებას და გარემოს.

10. სტაციონარში ყოფნისას ექთანთან შეთნხმების გარეშე, არ შემოიტანოს და თვითნებურად არ მიიღოს საკვები.

11. სტაციონარში ყოფნისას, ექთანთან შეთანხმების გარეშე, არ შემოიტანოს და თვითნებურად არ მიიღოს მედიკამენტი.

12. ინფორმაცია მიაწოდოს კლინიკის პერსონალს ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სამედიცინო მომსახურებასა და უსაფრთხოებაზე.

13. დროულად შეასრულოს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური ვალდებულება, კერძოდ დროულად გადაიხადოს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება.

14. მიყვეს და დაიცვას კლინიკის წესები და რეგულაციები პაციენტის ზრუნვასთან დაკავშირებით(თამბაქოს მოხმარების, ინფექციის გავრცელების პრევენციის, პაციენტის ნახვის საათების, გარემოს დაცვითი წესების,ხმაურის დონის,კონფიდენციალურობის შესახებ).

15. დაიცვას კლინიკის საკუთრება და გაუფრთხილდეს ინფრასტრუქტურას.



 

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.