• თბილისი 17:37
  • ბაქო18:37
  • ნიუ-იორკი09:37

კარდიოლოგია

სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ კარდიოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობს საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი, ევროპის კარდიოლოგთა და ათეროსკლეროზის საზოგადოებების წევრი, კარდიომიოპათიების და გულის უკმარისობის ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი კახა ნადარაია.

 

კარდიოლოგიური სამსახური მოიცავს კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტს კარდიოლოგიური სტაციონარითა და გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორიით (ინტერვენციული კარდიოლოგია).

 

კარდიოლოგიური  სტაციონარი გაშლილია 40 საწოლზე, მოიცავს 12 საწოლიან კარდიოინტენსიურ ბლოკს, აღჭურვილია თანამედროვე უმაღლესი ხარისხის სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კლასის ტრენირებული და გამოცდილი სამედიცინო პერსონალით. თითოეული ექიმი და ექთანი აყვანილია კონკურსების შედეგად და აკმაყოფილებს ყველაზე მაღალ პროფესიულ სტანდარტებს.

 

კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტში უახლესი ევროპული და ამერიკული გაიდლაინების შესაბამისად ტარდება ყველა მწვავე და ქრონიკული კარდიოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტირება და მკურნალობა:

 

>  გულის იშემიური დაავადება

>  მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი

>  სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდია

>  გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა

> ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია

>  გულის რითმის დარღვევები და ბლოკადები

>  არტერიული ჰიპერტენზიები

>  კარდიომიოპათიები

>  მიოკარდიტები

>  პერიკარდიტები

>  ენდოკარდიტები

>  გულის მანკები

>  სხვა კარდიული პათოლოგიები 

 

განყოფილების ექიმები კლინიკის კონსულტანტებთან ერთად თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით მართავენ სხვა თანხმლებ დაავადებებსაც:

 

>  შაქრიანი დიაბეტი,

>  პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები,

>  რევმატული დაავადებები,

>  ფილტვების ქრ. ობსტრუქციული დაავადება,

>  თირკმლის უკმარისობა და სხვ.

 

კარდიოლოგიური დეპარტამენტის ბაზაზე მოქმედებს კარდიომიოპათიებისა და გულის უკმარისობის ცენტრი, სადაც ხდება აღნიშნული დაავადებების (მათ შორის გულის კუნთის უცნობი ეტიოლოგიის დაავადებების) კვლევა და სრულყოფილი მართვა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.

 

კარდიოლოგიურ სტაციონართან ფუნქციონირებს გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია  ულტრათანამედროვე იაპონური TOSHIBA-ს წარმოების ანგიოგრაფით და ამერიკული და ევროპული წარმოების თანამედროვე სტენტებით, ბალონებითა და კათეტერებით, აგრეთვე პეისმეკერებით, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებითა და რესინქრონიზატორებით. ლაბორატორიაში უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ინტერვენციონისტები და რითმოლოგები 24 საათის განმავლობაში ატარებენ გადაუდებელ და გეგმიურ დიაგნოსტიკურ-სამკურნალო ინტერვენციებს: 

 

>  სელექტიური კორონაროგრაფია და ვენტრიკულოგრაფია ჰემოდინამიკური ფუნქციის შეფასებით,

>  კორონარული არტერიების ბალონური დილატაცია და სტენტირება,

>  დროებითი და მუდმივი რითმის ხელოვნური წამყვანის (პეისმეკერის)      იმპლანტაცია,

>  კარდიოვერტერ-დეფიბრილატორისა  და რესინქრონიზატორის იმპლანტაცია

  

მაღალტექნოლოგიური აპარატურა, უმაღლესი კვალიფიკაციის ტრენირებული სამედიცინო პერსონალი, ევროპული და ამერიკული პროფესიული რეკომენდაციებისა და გამოცდილების წარმატებული დანერგვა და ერთ გუნდად მუშაობის პრინციპი უზრუნველყოფს „ვივამედის“ კარდიოლოგიური სამსახურის გამართულ და უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ფუნქციონირებას.

ექიმები

კახა ნადარაია

კახა ნადარაია

კარდიოლოგი
ტელ.:
ელ. ფოსტა:
© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.