• თბილისი 16:20
  • ბაქო17:20
  • ნიუ-იორკი08:20

ნეიროქირურგია

ნეიროქირურგიის განყოფილების უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტები და პერსონალი ყველაფერს აკეთებს,რომ უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით პაციენტები უზრუნველყონ საუკეთესო მკურნალობით. ჩვენ დაწვრილებით ვსწავლობთ პაციენტის მდგომარეობას, რათა ჩავუტაროთ მასზე მორგებული შესაფერისი მკურნალობა და მივიღოთ საუკეთესო შედეგები. ჩვენი ნეიროქირურგები ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტები არიან. ისინი პაციენტებს სთავაზობენ ღრმა თეორიულ ცოდნას და მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებას და საბოლოოდ, გუნდური მიდგომით, ამ სფეროში საუკეთესო შედეგებს აღწევენ.

 

მომსახურების სფეროები:

 

თავის ტვინის და ზურგის ტვინის ნეიროქირურგიული ოპერაციები

ენდოვასკულარული ნეიროქირურგია

პედიატრიული ნეიროქირურგია

პერიფერული, თავის ქალისა და თხემის ქირურგია

 

დიანგოსტიკა:   ჩვენი ცოდნითა და პაციენტისადმი კეთილგანწყობით ვაუმჯობესებთ ხალხის ჯანმრთელობას და ვკურნავთ დაავადებებს

 

ნეიროქირურგები სპეციფიური ხასიათის ნევროლოგიური დაავადებების, მდგომარეობისა და დაზიანების დასადგენად იყენებენ მრავალფეროვან დიაგნოსტიკურ საშუალებებს დიაგნოსტიკის შედეგები ექიმებს ეხამარება შესაბამისი მკურნალობის კურსის არჩევაში და დაგეგმვაში.

 

ზოგიერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული სკრინინგული კვლევა:

 

MRI (მაგნიტურ-რეზონანსური გამოკვლევა)

CT/CT Scan კომპიუტერული ტომოგრაფია

CTA/CT კომპიუტერული ანგიოგრაფია

რენტგენი

ლუმბალური პუნქტურა (ხერხემლის ტესტი)

ელექტრო ენცეფალოგრამა

ცერებრალური ანგიოგრაფია

კაროტიდული დუპლექსი (კაროტიდული ექოსკოპია)

დოპლერის ულტრაბგერითი გამოკვლევა

ტვინის ბიოფსია

ნერვის ბიოფსია, კუნთის ბიოფსია

 

ნეიროქირურგიული დაავადებების მკურნალობისათვის ჩვენი კლინიკის ნეიროქირურგები იყენებენ უახლეს აპარატურასა და კვლევების შედეგებს. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ამ პროცედურებს და ვეძებთ სიახლეებს ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დარგში, რათა ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ მკურნალობის საუკეთესო მეთოდები საუკეთესო შედეგებით.

 

ქირურგიული სერვისები:

 

ჰიდროცეფალუსი (თავის ქალის წყალმანკი)

თანდაყოლილი ანომალიები

ნეირო ონკოლოგია (თავის ტვინისა და ზურგის ტვინის სიმსივნეები)

თავის ქალაფუძის ქირურგიული ოპერაციები

ცხვირ-ხახის ქირურგია (ტრანსფენოიდალური)

ენდოსკოპიური ქირურგია

მალთაშორისი დისკის თიაქარი

სპინალური არასტაბილურობა

სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგია (ენდოვასკულარული  ნეიროქირურგია)

ნეიროტრავმატოლოგია

ფუნქციონალური ნეიროქირურგია

პერიფერიული ნერვების პათოლოგიები (კარპალ ტუნელის სინდრომი)

ექიმები

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.