• თბილისი 01:33
  • ბაქო01:33
  • ნიუ-იორკი16:33

ქირურგია (ენდოსკოპია)

ენდოსკოპიური განყოფილება აღჭურვილია: ფირმა Olympus-ის ულტრათანამედროვე ციფრული ენდოსკოპური აპარატით სპეციალური ულტრაბგერითი გადამწოდებით, რომელთა საშუალებით ორგანოების ერთდროული ენდოსკოპური და ულტრაბგერითი კვლევა ტარდება, აგრეთვე ფირმა Olympus-ის ვიდეოენდოსკოპებით. ბოლო თაობის ულტრათანამედროვე ელექტრონული ვიდეოკოლონოსკოპით ცვალებადი სიხისტით. Cook-ის ბილიარული სტენტებით, ენდოსკოპური ლიგატორებით და ბალონური დილატატორებით. პლაზმური ქირურგიის აპარატით, ფირმა Olympus-ის ავტომატური სადეზინფექციო სასტერილიზაციო აპარატით.

 

განყოფილებაში ტარდება:

 

საყლაპავი მილის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებათა ენდოსკოპური კვლევა ქრონიკული ანთებითი პროცესების, სიმსივნეების და ფუნქციური დარღვევების დროს.

 

წყლულოვანი დაავადების ენდოსკოპური სურათის შესწავლა და დინამიკაში დაკვირვება, მწვავე დაწყლულებების მიზეზის დადგენა. გასტროდუოდენური სისხლდენის დროული გამოვლენა და ენდოსკოპური მკურნალობის შესაძლებლობათა შეფასება.

 

საყლაპავი მილის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპური და ულტრასონოგრაფიული კვლევა, რომლის დროსაც ხდება სიმსივნური პროცესების ადრეული გამოვლენა, როგორც ზემოთ აღნიშნულ ორგანოებში ასევე მათ გარეთაც, კერძოდ შუასაყარში, პანკრეასში და სანაღვლე გზებში.


საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ენდოსკოპური ლიგირება სხვადასხვა გენეზის ციროზების დროს.

 

საყლაპავის დამწვრობით, ანასტომოზიტებით, სიმსივნეებით გამოწვეული დისფაგიის ბალონური დილატაცია და სტენტებით მკურნალობა.

 

კუჭის რეზექციის შემდგომი გართულებებისა და დაავადებების გამოვლენა, მათი ენდოსკოპური მკურნალობის შესაძლებლობათა დადგენა.

 

კუჭის კიბოს ადრეული ფორმების გამოვლენა, დაავადების გავრცელების ხარისხის დადგენა სხივური დიაგნოსტიკის მეთოდებთან კომპლექსში. პოლიპების ენდოსკოპური დიაგნოსტიკა და ენდოსკოპური პოლიპექტომია. კუჭის ბეზოარის მკურნალობა ენდოსკოპური მეთოდებით, ჰელიკობაქტერიების როლის კვლევა კუჭის ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს

.

კოლიტის სხვადასხვა ფორმის ენდოსკოპური და მორფოლოგიური სურათის დადგენა. მსხვილი ნაწლავის სიმსივნეების დროული გამოვლენა და გავრცელების ხარისხის დადგენა.

 

სანაღვლე გზების დაავადებათა ენდოსკოპური დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ნაღველკენჭოვანი დაავადების და სიმსივნეების დიაგნოსტიკა ენდოსკოპური რეტროგრადული პანკრეატოქოლანგიოგრაფიის საშუალებით. პაპილოტომიის წარმოება კენჭოვანი დაავადებებისა და სტრიქტურების დროს.

 

სანაღვლე სადინარების სიმსივნეებითა და სტრიქტურებით გამოწვეული მექანიკური სიყვითლის ენდოსკოპური მკურნალობა პოლიმერული და მეტალის სტენტებით, ბალონური დილატატორებით.

 

არგონოპლაზმური კოაგულაცია, რაც ამცირებს ორგანოს კედლის პერფორაციის რისკს.

 

თერმული დევიტალიზაცია - მასტენოზირებული სიმსივნეების სტენტირების დროს სტენტში ჩაზრდის შემთხვევაში.


თერმული ჰემოსტაზი - ძლიერი ინტენსივობის სისხლდენის დროს.

ექიმები

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.