• თბილისი 02:19
  • ბაქო02:19
  • ნიუ-იორკი17:19

ინტერვენციული კარდიოლოგია

სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“

გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორია

 

სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორია (რენტგენსაოპერაციო) აღჭურვილია უახლესი იაპონური TOSHIBA-ს მოდელის ანგიოგრაფიული დანადგარით, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების  და პერსონალის რენტგენუსაფრთხოებას და საშუალებას იძლევა მივიღოთ გულისა და სისხლძარღვების უმაღლესი ხარისხის რენტგენოდიაგნოსტიკური გამოსახულება.

 

ამ ულტრათანამედროვე აპარატურისა და უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალის  მეშვეობით „ვივამედში“ ინვაზიური დიაგნოსტიკური და ინტერვენციული პროცედურები ტარდება უახლესი  საერთაშორისო სტანდარტების  დონეზე.

 

გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორიაში აციენტებს შეიძლება ჩაუტარდსხვადასხვა დიაგნოსტიკური და ინტერვენციული სამკურნალო პროცედურები:

 

სელექტიური კორონაროგრაფია და ვენტრიკულოგრაფია ჰემოდინამიკური ფუნქციის შეფასებით,

 

კორონარული არტერიების ბალონური დილატაცია და სტენტირება,

 

გულმკერდისა და მუცლის აორტოგრაფია,

 

საძილე, ხერხემლის და ვისცერალური არტერიების ანგიოგრაფია და სტენტირება,

 

თირკმლის არტერიების ანგიოგრაფია, ბალონური დილატაცია და სტენტირება,

 

ზედა და ქვედა კიდურების  არტერიების ანგიოგრაფია, ბალონური დილატაცია და სტენტირება,

 

კავაგრაფია და ფლებოგრაფია,

 

“კავა ფილტრის” იმპლანტაცია.

 

სიხლძარღვების ემბოლიზაცია სისხლდენებისა და სიმსივნეების დროს,

 

პერიკარდიოცენტეზი (პერიკარდის პუნქცია).

 

სელექტიური კორონაროგრაფია კორონარული არტერიების დაავადების დიაგნოსტირების    ზუსტი და უსაფრთხო მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა მაქსიმალური სიზუსტით განისაზღვროს გულის მკვებავი სისხლძარღვების სტენოზის ხარისხი,  ლოკალიზაცია და გავრცელება და მოხდეს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრა.

 

ამ მანიპულაციის დროს მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზია კეთდება, პაციენტს შეუძლია თვალი ადევნოს, როგორ შეჰყავთ სპეციალური კათეტერი ბარძაყის ან წინამხრის არტერიიდან და თანდათან ანაცვლებენ აორტის ზედა ნაწილისკენ, კორონარული არტერიების სიღრმეში. შემდეგ კათეტერის საშუალებით შეჰყავთ რენტგენოკონტრასტული ნივთიერება, რომელიც სისხლის ნაკადს მიაქვს მარცხენა და მარჯვენა კორონარულ არტერიებში. მაღალტექნოლოგიური დანადგარის - ანგიოგრაფის საშუალებით ხდება კორონარული არტერიების ვიზუალიზაცია, რომელთა დაზიანების ხარისხისა და ლოკალიზაციის მიხედვით კარდიოლოგის, ინტერვენციონისტის და კარდიოქირურგისაგან შემდგარი კონსილიუმი განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას - მედიკამენტოზურ თერაპიას, ბალონურ ანგიოპლასტიკას სტენტირებით თუ აორტო-კორონარული შუნტირებას.

 

კორონაროგრაფიის ჩატარების ძირითადი ჩვენებები:

 

გულის კუნთის იშემიის ობიექტური ნიშნები და შესაბამისი ცვლილებები ეკგ -ზე,

 

ფიზიკური დატვირთვის ტესტის დადებითი შედეგებ (ველოერგომეტრია, ტრედმილ-ტესტი, სტრეს ექოკარდიოგრაფია,)

 

დაძაბვის და მოსვენების სტენოკარდიის შეტევები,

 

მწვავე კორონარული სინდრომი (ST ელევაციით და ელევაციის გარეშე, არასტაბილური სტენოკარდია,)

 

ადრეული პოსტინფარქტული სტენოკარდია 

 

სიცოცხლისათვის საშიში რითმის დარღვევები

 

გულის სარქვლებზე ოპერაცია და სხვ.

 

კორონაროგრაფიით მიღებული კორონარული არტერიების ვიზუალიზაციის შემდეგ დანიშნული  ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება სტენოკარდიის და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის სამკურნალო ინტერვენციული პროცედურაა და ზუსტად იგივე პრინციპით ტარდება, როგორც კორონაროგრაფია.

 

ამ პროცედურის დროს დამატებით გამოიყენება სპეციალური კათეტერი, რომლის ბოლოზეც მდებარეობს პატარა ბალონი, რაზეც წამოცმულია ლითონის სპირალური ბადე - სტენტი. კათეტერი ექიმს ბარძაყის ან წინამხრის არტერიიდან მიჰყავს კორონარული არტერიის სტენოზის ანოკლუზიის ადგილამდე. ბალონის გაბერვას მოჰყვება სისხლძარღვის შევიწროებული მონაკვეთის გაფართოება, რის შემდეგაც ამ ადგილას იდგმება სტენტი, რომელიც გაიშლება და რჩება სისხლძარღვის კედელზე, რათა ისევ არ მოხდეს გაფართოებული კორონარის შევიწროება ან დახშობა. შედეგად, დაზიანებულ არტერიაში კვლავ აღსდგება სისხლის დინება. ანგიოპლასტიკის დროს სისხლძარღვში შეიძლება მოთავსდეს ერთი ან მეტი სტენტი დაზიანების ხარისხისა და რაოდენობის შესაბამისად.

 

2003 წლიდან სტენტირებული კორონარული არტერიის შესაძლო განმეორებითი შევიწროების თავიდან ასაცილებლად წარმატებით გამოიყენება სპეციალური წამლით დაფარული სტენტი, რომელიც დაახლოებით 5-ჯერ ამცირებს სტენტირების შემდგომი რესტენოზის განვითარების ალბათობას. 

 

სამედიცინო ცენტრი „ვივამედის“ გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია TOSHIBA-ს ფირმის უახლესი იაპონური უნივერსალური ანგიოგრაფით, Medtronic, Terumo და სხვა ევროპული ბრენდების უახლესი მოდელების წამლით დაფარული და მეტალის სტენტებით, დიაგნოსტიკური კათეტერებით, კორონარული ბალონებითა და სხვა სამედიცინო მასალებითა და აპარატურით, რისი ტესტირება და განახლებაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.   


მაღალტექნოლოგიური აპარატურა, უმაღლესი კვალიფიკაციის ტრენირებული სამედიცინო პერსონალი, ევროპული და ამერიკული პროფესიული რეკომენდაციებისა და გამოცდილების წარმატებული დანერგვა და გუნდური მუშაობის პრინციპი უზრუნველყოფს კათეტერული ლაბორატორიის გამართულ და წარმატებულ, უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ფუნქციონირებას.

 

ექიმები

კახა ნადარაია

კახა ნადარაია

კარდიოლოგი
ტელ.:
ელ. ფოსტა:
© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.