კაფეტერიის თანამედროვე სამზარეულო, ფუნქციონირებს ორი მიმართულებით: პაციენტებისთვის და ვიზიტორებისთვის. შეფ-მზარეული მომხმარებელს სთავაზობს, კერძების მრავალფეროვან ასორტიმენტს. განთავსებულია ოცი მაგიდა, სადაც სერვისის მიღება შეუძლია 30 სტუმარს. შეფ-მზარეული პერიოდულად ანახლებს მენიუს. კაფეტერიის მომარაგება ხდება ყოველდღიურად ახალი პროდუქტით. აქ სანიტარული და ჰიგიენური ნორმები დაცულია მკაცრად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
კაფეტერია ასევე გათვალისწინებულია, პაციენტების სამკურნალო კვებაზე და კერძები მზადდება, ექიმების მიერ პაციენტებზე დაწესებული შეზღუდვის შესაბამისად. ბუფეტიდან კვების პროდუქტი, დამოუკიდებელი ლიფტით მიეწოდებათ, პაციენტებს შესაბამის სართულებზე, შესაბამის პალატაში.
ბევრ სავაადმყოფოში, სამზარეულოს იზოლაცია არ ხდება კლინიკის სხვა დანარჩენი ნაწილისგან, რითაც ხდება საკვები პროდუქტების დამზადებისას გამოწვეული არასასიამოვნო სუნის გავრცელება მთელს შენობაში, ეს კი პაციენტს უქმნის დისკომფორტს.
ჩვენთან ამ პრობლემის გადაჭრას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა, კერძოდ - სამზარეულო განთავსდა D ბლოკში, სტაციონარისგან მოშორებით, ამავე დროს აღიჭურვა თანამედროვე, მძლავრი სავენტილაციო სისტემით.