სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“ 2026 წლის 16 მარტიდან სარეზიდენტო პროგრამებში სპეციალობების მაძიებელთა მისაღებად აგრძელებს ღია კონკურსს
☛ ოფთალმოლოგია
☛ ოტორინოლარინგოლოგია
☛ გასტროენტეროლოგია
საკონკურსო პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად:
► სარეზიდენტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალობით “სამკურნალო საქმე”, და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი (შემდგომში – “მაძიებელი”).
► მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
☛ უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი;
☛ ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა/ სპეციალობის მაძიებლის სერთიფიკატი;
☛ პირადობის მოწმობა;
☛ რეზიუმე (CV);
► კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
☛ კონკურსანტის საბუთების შეფასება;
☛ გასაუბრება საკონკურსო კომისიის წევრებთან.
► საბოლოო გადაწყვეტილება მაძიებლის სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის თაობაზე მიიღება გასაუბრების შემდეგ. საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 16 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N234)
► გასაუბრება ჩატარდება: 2026 წლის 26 მარტს
► კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 27 მარტს
საკონტაქტო ნომერი: +995 32 2 10 11 00 ან 577 600 112