• თბილისი 01:22
  • ბაქო01:22
  • ნიუ-იორკი17:22

სიახლეები

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე ეწვია ვივიამედს

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან ერთად საუნივერსიტეტო, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „ვივამედს“ ეწვია და კლინიკის ხელმძღვანელობას, დირექტორს სოფიო დათუაშვილს და  სამედიცინო დირექტორს ზურაბ ჩხაიძეს შეხვდა.

 

ბექა მიქაუტაძემ და კომისიის წევრებმა, „ვივამედის“ ხელმძღვანელობასთან ერთად დაათვალიერა მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ინფრასტრუქტურა, რომელიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და გაეცნო მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებით დაკომპლექტებულ გუნდს.

 

შეხვედრაზე საუბარი მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების მკურნალობისთვის გადარიცხულ თანხებს შეეხო. გარდა ამისა, შეხვედრაზე მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის გამართულად მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მრავალპროფილური კლინიკა წლების განმავლობაში ასევე ემსახურება საქართველოში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, იქ ისინი როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ მომსახურებას ხშირ შემთხვევაში უფასოდ ან  შეღავათიან ფასებში იღებენ. 

 

შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ აღნიშნული საკითხი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. 

 

„ვივამედის“ ხელმძღვანელობა და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ერთობლივი პროექტების დაგეგმვის მიზნით მომავალ შეხვედრებსა და საქმიან ურთიერთობაზე შეთანხმდნენ.

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.