• თბილისი 05:23
  • ბაქო06:23
  • ნიუ-იორკი21:23

სიახლეები

დილის კონფერენციის ფარგლებში განიხილეს თემა შიმშილის ფიზიოლოგიური და მეტაბოლური ეფექტები

საუნივერსიტეტო კლინიკა „ვივამედში“ დილის კონფერენციები წარმოადგენს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან პლატფორმას.
 

ყოველდღიური შეხვედრების ფარგლებში კლინიკის ექიმები და სამედიცინო პერსონალი განიხილავენ აქტუალურ კლინიკურ საკითხებს, თანამედროვე დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მიდგომებს, ასევე პრაქტიკაში არსებულ საინტერესო და რთულ კლინიკურ შემთხვევებს.
 

დღევანდელი დილის კონფერენციის თემა იყო შიმშილის (ხანგრძლივი უჭმელობის) ფიზიოლოგიური და მეტაბოლური ეფექტები და მისი მართვის თანამედროვე პრინციპები. (მომხს. მაია წაქაძე) განხილვისას ყურადღება გამახვილდა ხანგრძლივი შიმშილის დროს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ ცვლილებებზე, კვებითი დეფიციტის შესაძლო გართულებებზე და პაციენტის უსაფრთხო კვებითი მხარდაჭერის სტრატეგიებზე.
 

ასეთი აკადემიური შეხვედრები ხელს უწყობს კლინიკური აზროვნების განვითარებას, მულტიდისციპლინურ თანამშრომლობასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპების ყოველდღიურ პრაქტიკაში ინტეგრირებას.
 

„ვივამედში“ პროფესიული განათლება და უწყვეტი განვითარება პაციენტის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების განუყოფელი ნაწილია.

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.