• თბილისი 20:56
  • ბაქო20:56
  • ნიუ-იორკი11:56

სიახლეები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების ულტრაბგერითი გამოკვლევის ინოვაციური მეთოდი

სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“ საქართველოს დამსახურებულ ექიმთა დინასტიის ღირსეული მემკვიდრის უმაღლესი კვალიფიკაციის კატეგორიის ექიმ, გასტროინტესტინური ულტრასონოგრაფიის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტ. ექიმ ელენე სამომენკო-ხმლადაძესთან ერთად გთავაზობთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების ულტრაბგერითი გამოკვლევის ინოვაციურ მეთოდს.

ექოსკოპიური კვლევა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ენდოსკოპიურ კვლევასაც ჩაანაცვლებს.

დაავადებების დიაგნოსტიკა - გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, ეროზიები, წყლულები, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები.


გთავაზობთ შემდეგ პაკეტებს 

I პაკეტი

მუცლის ღრუს

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევა

პაკეტის ღირებულება შეადგენს 75 ლარს

II პაკეტი

მუცლის ღრუს

შარდ-სასქესო სისტემა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის

პაკეტის ღირებულება შეადგენს 130 ლარს


მიღების დღეები: ოთხშაბათი და პარასკევი 9 საათიდან 17:00 საათამდე.

ჩასაწერად დარეკეთ წინასწარ ნომერზე - 577 60 01 12

მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. კლინიკა "ვივამედი"


გამოლვლევისთვის წინასწარი მომზადება.

1. სამ დღიანი დიეტა: რაციონიდან უნდა იყოს გამორიცხული შავი პური, რძე, ნებისმიერი ხილ-ბოსტნეული, გაზიანი წყალი. Mმომზადების რაციონში შედის: მაწონი, ხაჭო, არაჟანი, ქათმის და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი, ყველი, თეთრი პური უშაქრო ჩაი (ყავა), ჩვეულებრივი წყალი.

2. გამოკვლევამდე სამი დღის წინ ესპუმიზანის მიღება 2 კაფსულა 3 ჯერ დღეში საკვების მიღების წინ გამოკვლევის დღის გარდა (ან 5 აბი შავი ნახშირი 3-ჯერ დღეში საკვების მიღების წინ). წამლების ბოლო მიღება გამოკვლევის წინა საღამოს ბოლო საკვების მიღებამდე. 

3. 8-10 საათიანი შიმშილობა გამოკვლევის წინ (საკვების მიღება და ნებისმიერი სითხის დალევა აკრძალულია გამოკვლევამდე).

4. წყლის 1 ლიტრიანი ბოთლის მოტანა გამოკვლევაზე (ადუღებული ან მაღაზიიდან)

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.