• თბილისი 05:38
  • ბაქო06:38
  • ნიუ-იორკი21:38

სიახლეები

სამედიცინო ცენტრი "ვივამედი" წალკის რაიონის მოსახლეობისათვის კვლავ აგრძლებს უფასო სამედიცინო მომსახურეობას

10 მაისს კლინიკის ადმინისტრაციის ინიციატივით და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით საქველმოქმედო აქცია განხორციელდა. უფასო სამედიცინო მომსახურება და სათანადო კონსულტაცია 14-მდე სხვადასხვა პროფილის ექიმმა 50-მდე მოქალაქეს გაუწია.
სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“ მოსახლეობაში ჯანდაცვის კულტურის ამაღლების და დაავადებათა პრევენციის მიზნით მსგავსი ტიპის უფასო აქციებს პერმანენტულად ატარებს, როგორც კლინიკის ბაზაზე ასევე რეგიონებში გასვლითი ღონისძიებების სახით. „ვივამედის“ გუნდის მიზანია საზოგადოებაში ჯანდაცვის კულტურის ამაღლება და მოსახლეობაში პროფილაქტიკური კვლევების აუცილებლობის დანერგვა.
© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.