• თბილისი 21:23
  • ბაქო21:23
  • ნიუ-იორკი12:23

სიახლეები

ჩატარდა უფასო სამედიცინო გამოკვლვები წყალტუბოში

საუნივერსიტეტო კლინიკა „ვივამედის“, ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლისა“ და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურიის ორგანიზებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა უფასო სამედიცინო აქცია.

 

აქციის მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია

 

 უფასო სამედიცინო აქცია სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გაიმართა, მათ შორის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის!

 

უფასო კონსულტაციებსა და გამოკვლევებში კლინიკა ვივამედის 15 მდე პროფილის სხვადასხვა ექიმი იყო ჩართული:

 

️ თერაპევტი

️ კარდიოლოგი

️ ნევროლოგი

️ ნეიროქირურგი

️ ოფთალმოლოგი

️ ონკოლოგ-ონკოქირურგი

️ ოტო-რინო-ლარინგოლოგი

️ გინეკოლოგი

️ ტრავმატოლოგი

️ ენდოკრინოლოგი

️ ექოსკოპისტი

️ რევმატოლოგი

 

სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“ მოსახლეობაში ჯანდაცვის კულტურის ამაღლების და დაავადებათა პრევენციის მიზნით მსგავსი ტიპის უფასო აქციებს პერმანენტულად ატარებს კლინიკაშიც და რეგიონებშიც გასვლითი ღონისძიებების ფარგლებში. სრული პასუხისმგებლობით თქვენი ჯანმრთელობისთვის!

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.