• თბილისი 03:27
  • ბაქო03:27
  • ნიუ-იორკი18:27

სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

კლინიკა ,,ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ ჩხაიძემ, ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს პროექტზე, რომლის თანახმადაც  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ ჩაიტარონ საჭირო სამედიცინო  კვლევები.

 

 საპილოტე პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გაეწევა ამბულატორიული, გეგმიური და გადაუდებელი მომსახურება შეღავათიანი ანაზღაურების პირობებით. 

 

მემორანდუმი გაფორმდა ლანჩხუთის მერიასა და კლინიკა ,, ვივამედს“ შორის. 

 

დოკუმენტს ხელი მოაწერა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და კლინიკა ,,ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ ჩხაიძემ.

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.