სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“ 2024 წლის 6 დეკემბრიდან სარეზიდენტო პროგრამებში სპეციალობების მაძიებელთა მისაღებად აგრძელებს ღია კონკურსს
☛ გადაუდებელი მედიცინა, რადიოლოგია, ყელყურცხვირის დაავადებები
საკონკურსო პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად:
► სარეზიდენტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალობით “სამკურნალო საქმე”, და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი (შემდგომში – “მაძიებელი”).
► მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
☛ უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი;
☛ ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა/ სპეციალობის მაძიებლის სერთიფიკატი;
☛ პირადობის მოწმობა;
☛ რეზიუმე (CV);
► კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
☛ კონკურსანტის საბუთების შეფასება;
☛ გასაუბრება საკონკურსო კომისიის წევრებთან.
► საბოლოო გადაწყვეტილება მაძიებლის სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის თაობაზე მიიღება გასაუბრების შემდეგ. საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 6 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N234, ტელ: 2 101 100; ელ. ფოსტა: hr@vivamedi.ge ).
► გასაუბრება ჩატარდება 24 დეკემბერს 12:00 საათზე
► კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 26 დეკემბერს
საკონტაქტო ნომერი: +995 32 2 10 11 00