სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“ 2025 წლის 1 აგვისტოდან  სარეზიდენტო პროგრამებში სპეციალობების მაძიებელთა მისაღებად აგრძელებს ღია კონკურსს
	☛ კარდიოლოგია
	☛ გადაუდებელი მედიცინა
	☛ შინაგანი სნეულებები
	☛ ტრავმატოლოგია
	საკონკურსო პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად:
	► სარეზიდენტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალობით “სამკურნალო საქმე”, და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი (შემდგომში – “მაძიებელი”).
	► მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
	☛ უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი;
	☛ ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა/ სპეციალობის მაძიებლის სერთიფიკატი;
	☛ პირადობის მოწმობა;
	☛ რეზიუმე (CV);
	► კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
	☛ კონკურსანტის საბუთების შეფასება;
	☛ გასაუბრება საკონკურსო კომისიის წევრებთან.
	► საბოლოო გადაწყვეტილება მაძიებლის სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის თაობაზე მიიღება გასაუბრების შემდეგ. საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 1 აგვისტოდან  6 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე,კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N234, ტელ: 2 101 100)
	► გასაუბრება ჩატარდება:
	შინაგანი სნეულებები 2025 წლის 8 სექტემბერი 15:00 საათზე
	კარდიოლოგია 2025 წლის 9 სექტემბერი 
	15:00 საათზე
	ტრავმატოლოგია 2025 წლის 10 სექტემბერი 
	 14:00 საათზე
	გადაუდებელი მედიცინა 2025 წლის 10 სექტემბერი   16:00 საათზე
	► კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 11 სექტემბერი.
	სასწავლო წელი დაიწყება 1 ოქტომბერს.
	საკონტაქტო ნომერი: +995 32 2 10 11 00 ან 577 600 112