• თბილისი 10:59
  • ბაქო11:59
  • ნიუ-იორკი02:59

სიახლეები

საქველმოქმედო აქცია სოფელ იორმუღალოში

სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ მორიგი საქველმოქმედო აქცია სოფელ იორმუღალოში გაიმართა. კლინიკის ექიმებმა უფასო გასინჯვები ჩაუტარეს იორმუღღალოს და მეზობელი სოფლების მოსახლეობას. გასინჯვა და სათანადო კონსულტაცია 10-მდე სხვადასხვა პროფილის ექიმმა 150-მდე მოქალაქეს გაუწია. სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“ მოსახლეობაში ჯანდაცვის კულტურის ამაღლების და დაავადებათა პრევენციის მიზნით მსგავსი ტიპის უფასო აქციებს პერმანენტულად ატარებს კლინიკაშიც და რეგიონებშიც გასვლითი ღონისძიებების ფარგლებში.

 

„ვივამედის“ გუნდის მიზანია საზოგადოებაში ჯანდაცვის კულტურის ამაღლება და მოსახლეობაში პროფილაქტიკური კვლევების აუცილებლობის დანერგვა. რეგიონებში გასვლით უფასო გასინჯვების გარდა რაიონებში, კლინიკაში სისტემატიურად იმართება ჯანმრთელობის კვირეულები სპეციალური ფასდაკლებებით კვლევებზე და უფასო კონსულტაციები მაღალპროფესიონალ ექიმებთან.

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.