• თბილისი 16:57
  • ბაქო17:57
  • ნიუ-იორკი08:57

ექიმები

მედიცინის დოქტორი, პროფესორი.

ყელ ყურ ცხვირის დაავადებების, თავისა და კისრის ქირურგიის გერმანიის აკადემიის წევრი.
ევროპის რინოლოგთა ასოციაციის წევრი.
საქართველოს რინოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი

განათლება / პროფესიული აქტივობა


ქ.თბილისის სახ.სამედიცინო ინსტიტუტი,სამკურნალო ფაკულტეტი.

1984-1986 წ. ორდინატურის კურსი ოტორინოლარინგოლოგიაში ,ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი. თბილისი,ხელმძღვანელი აკად. ს.ხეჩინაშვილი.

1991 წ. დისერტაციის დაცვა, "ზედა ყბის წიაღის ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა", ხელმძღვანელი, პროფესორი ს. ხეჩინაშვილი.

2006 წ. ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის  ოტორიონოლარინგოლოგიური კურსის ხელმძღვანელი.

 

სტაჟირება :

1999 წ. ყელ-ყურ-ცხვირის საუნივერსიტეტო კლინიკა ქ. ჰალბერშტატი გერმანია, ხელმძღვანელი პროფ. კ. ბეგალი.

2000 წ. ყელ-ყურ-ცხვირის საუნივერსიტეტო კლინიკა CHARITE (CBF) ქ.ბერლინი - ხელმძღვანელი პროფესორი ქ. ჰანს შედერი,

2001 წ. ყელ-ყურ-ცხვირის საუნივერსიტეტო კლინიკა ქ. მაინცი, გერმანია, ხელმძღვანელი პროფ. ვ. მანი,

2002 წ. ყელ-ყურ-ცხვირის საუნივერსიტეტო კლინიკა ქ. გრაცი, ავსტრია, ხელმძღვანელი პროფ. ჰ. შტამბერგერი,

2003 წ, ყელ-ყურ-ცხვირის საუნივერსიტეტო კლინიკა ქ. მაგდებურგი, გერმანია, ხელმძღვანელი პროფ. ბ. ფრაინგანგი,

2005 წ. ყელ-ყურ-ცხვირის საუნივერსიტეტო კლინიკა ქ. ულმი, გერმანია, ხელმძღვანელი პროფ. რეტინგერი,

2009 წ. ყელ-ყურ-ცხვირის საუნივერსიტეტო კლინიკა ქ. მანჰაინი, გერმანია, ხელმძღვანელი პროფ. კ. ჰორმანი,

2010 წ. ყელ-ყურ-ცხვირის საუნივერსიტეტო კლინიკა ქ. კობლენცი, გერმანია, ხელმძღვანელი პროფ. ი. მაურერი

2011 წ. ყელ-ყურ-ცხვირის საუნივერსიტეტო კლინიკა ქ. ფრაიბურგი, გერმანია, ხელმძღვანელი პროფ. რ. ლასციგი,

2013 წ . ყელ-ყურ-ცხვირის საუნივერსიტეტო კლინიკა ქ. ჰალბერშტატი გერმანია, ხელმძღვანელი პროფ. კ. ბეგალი.

 

პრემიები:

 

გერმანიის სამეცნიერო-აკადემიური პროგრამა DAAD-ის სტიპენდიატი, 2001 წ.

ევროპის რინოლოგთა ასოციაციის გრანტის სტიპენდიატი.2005 წ.

 

კლინიკური მუშაობა და სამეცნიერო თემატიკა:

 

ზოგადი ოტორინოლარინგოლოგია (დიაგნოსტიკა და მკურნალობა), ლორ ორგანოთა ენდოსკოპიური მიკროქირურგია,

ცხვირის ღრუსა და ცხვირის დანამატი წიაღების ენდოსკოპიური ქირურგია,
ხორხის ფუნქციური ენდოლარინგიალური მიკრო-ქირურგია,
ყურის რეკონსტრუქციული ქირურგია,
ცხვირისა და ყურის პლასტიკური ქირურგია,

ლორ ორგანოთა ონკო ქირურგია,

ხვრინვისა და ობსტრუქციული აპნოეს დიაგნოსტიკა და მკურნალობა

 

პუბლიკაციები:

 

გამოქვეყნებულია 37 სამეცნიერო ნაშრომი, მათი დიდი ნაწილი მოხსენდა და დაიბეჭდა უცხოეთში,
მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო კონგრესებსა და ფორუმებში.

მერაბ ხვადაგიანი

ოტორინოლარინგოლოგი
© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.