• თბილისი 17:28
  • ბაქო18:28
  • ნიუ-იორკი09:28

ექიმები

დაბადების თარიღი:  31.07.1966.

 

ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;

 

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი;

 

შინაგანი მედიცინის საერთაშორისო საზოგადოების წევრი;

 

ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოების წევრი;

 

საქართველოს საერთაშორისო კარდიომიოპათიების საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი;

 

საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოების გამგეობის წევრი;

 

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი;

 

საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციის წევრი;

 

“ფაზისის” საერო-სამეცნიერო აკადემიის ნამდვილი წევრი.

 

განათლება/დამატებითი განათლება/ ტრეინინგები

 

1984-1990 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია;

 

1990-1991 ქ. თბილისი, მე-2 კლინიკური საავადმყოფო, ინტერნატურა თერაპიაში;

 

1991-1993 თერაპიის სამეცნიერო/კვლევითი ინსტიტუტი - კლინიკური ორდინატურა კარდიოლოგიაში.

 

1997 - გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრის სასწავლო კურსი – გრეიდის სამედიცინო სისტემის მიხედვით, თბილისი, საქართველო. სერტიფიცირებულია;

 

2003 - საერთაშორისო ამერიკული ორგანიზაცია თამბაქოს კონტროლისათვის “Breathe Free” მიერ ორგანიზებული ტრეინინგი - THE PLANT TO STOP SMOKING. Breathe -Free Training Program to conduct smoking cessation programs for smokers. სერთიფიცირებულია;

 

2006 - დღემდე მონაწილეობა და კრედიტები ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში (CME  continuing medical education - ESC), სერტიფიცირებულია;

 

2007 - ამერიკის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კურსები. AMERICAN UNIVERSITY FOR HUMANITIES TBILISI CAMPUS, TRAINING AND DEVELOPMENT CENTRE. Having completed the studies and the requirements of the training in Management and the management skills. სერთიფიცირებულია;

 

2009 - WORLDWIDE CLINICAL TRIALS. GOOD CLINICAL PRACTICS (GCP). Completed training course “Good Clinical Practice for Investigators”. Tbilisi, Georgia.სერთიფიცირებულია;

 

2011 - საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მიერ ორგანიზებული კურსი: ჯანდაცვის ადმინისტრირება და დაზღვევა. სერთიფიცირებულია;

 

სამუშაო გამოცდილება:

 

1993 – 2001 თერაპიის ეროვნული ცენტრი, გულის ქრონიკული იშემიური დაავადებებისა და კარდიომიოპათიების განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი;

 

2001 – 2009 თერაპიის ეროვნული ცენტრი, გულის ქრონიკული იშემიური დაავადებებისა და კარდიომიოპათიების განყოფილების უფროსი ორდინატორი – კლინიკური ნაწილის ხელმძღვანელი;

 

2003 - 2008 თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი “თბილისის”  ასოცირებული პროფესორი, საგნის ხელმძღვანელი (I-II კურსი, შინაგან სნეულებათა პროპედევტიკა);

 

2007 – 2010 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პოსტდიპლომური განათლების რეზიდენტურა. ლოკალური ხელმძღვანელი;

 

2009 – 2012 აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრის გულის იშემიური დაავადების განყოფილების ხელმძღვანელი;

 

2011 – 2013 სამედიცინო ცენტრი ”იუნონა”, კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

 

2012 – დღემდე საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა, ასოცირებული პროფესორი;

 

2014 – დღემდე კარდიომიოპათიებისა და გულის უკმარისობის ცენტრის ხელმძღვანელი.

 

აქტივობა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში:

 

2003 - 2004 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა, კურსი პირველადი ჯანდაცვის ექიმებისათვის: „გულის იშემიური დაავადების პრევენცია პირველად ჯანდაცვაში“. თბილისი. ექსპერტი, ტრენერი, კურსის და სახელმძღვანელოს თანაავტორი. საქართველოში ჯანმოს ევროპის რეგიონალური ოფისის (WHO/EURO) CINDI -ის პროგრამის განვითარების ჯგუფისა და საოჯახო მედიცინის ცენტრის ერთობლივი პროექტი;

 

2003 – 2004 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა, კურსი ზოგადი პრაქტიკის ექიმების, კარდიოლოგებისა და პირველადი ჯანდაცვის ექიმებისათვის: ”გულ-სისხლძარღვთა დაავადებების  რისკ-ფაქტორების მოდიფიცირების სამეცნიერო საფუძვლები”. თბილისი. კურსის თანაავტორი და ტრენერი;

 

2004 – 2005 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა, კურსი ზოგადი პრაქტიკის ექიმების, კარდიოლოგების, პედიატრების და პირველადი ჯანდაცვის ექიმებისათვის: ”კარდიომიოპათიების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე ასპექტები”. თბილისი. ტრენერი.

 

პროექტებში მონაწილეობა:

 

2001 - 2002 საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოების პროექტი “ძირითადი შინაგანი დაავადებების მართვის სტანდარტები”. მკვლევარი, მონოგრაფიის ავტორი;

 

2001 – 2011 საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის (WHO/EURO) CINDI პროგრამის განვითარების ჯგუფის წევრი;

 

2002-2003 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჯანმოს ევროპის რეგიონალური ოფისის WHO/EURO -ს შორის BCA -ს ფარგლებში CINDI -ს პროგრამის განვითარების საქართველოს ჯგუფის მიერ განხორციელებული პროექტი: ”საქართველოში არაინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის პოლიტიკის შეფასება”. ექსპერტი;

 

2004 - ჯანმოს ევროპის რეგიონალური ოფისის (WHO/EURO) CINDI-ის პროგრამის განვითარების საქართველოს ჯგუფის პროექტი: „ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევის მონიტორინგი CINDI - საქართველოს სადემონსტრაციო არეში, მკვლევარი“;

 

2007 – 2010 დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის პრომოციის ევროპული ქსელის (EUROPREV) პროექტი: EUROPREVIEW PATIENT STUDY - Attitudes to preventive services and to lifestyle: The views of patients. საქართველოს წამყვანი მკვლევარი (Principal Investigator);

 

2008 – 2010 საერთაშორისო მულტიცენტრული, ორმაგი ბრმა რანდომიზებული კვლევა ”ANTERA”. მკვლევარი.

 

სამეცინიერო ხარისხი და პუბლიკაციები:

 

2006 - მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დილატაციური კარდიომიოპათიის კლინიკური გამოვლენისა და პროგნოზის შეფასება მკურნალობის თანამედროვე ასპექტების გათვალისწინებით“;

 

2006 - შეეფარდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.

 

გამოქვეყნებულია 50 - ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია ქართულ და უცხოურ სამედიცინო ჟურნალებში, მათ შორის 6 მონოგრაფია, სახელმძღვანელო და მეთოდური რეკომენდაცია. მათი დიდი ნაწილი მოხსენდა საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებზე;

 

ენები:

 

ქართული - მშობლიური; ინგლისური - კარგად; რუსული - თავისუფლად.

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.