• თბილისი 10:01
  • ბაქო10:01
  • ნიუ-იორკი01:01

სიახლეები

თვალი და ონკოლოგია

რთ-ერთი ყველაზე აქტიური პრობლემა თანამედროვე მედიცინაში ონკოლოგიაა, მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს. განვითარების მექანიზმს და კანონზომიერებას, პროფილაქტიკის მეთოდებს, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

 

ნკოლოგიური პათოლოგიები წარმოადგენს ფართ და განსხვავებულ დაავადებათა ჯგუფს.. ვთვისებიანი სიმსივნე ეს არის დაავადება, სადაც ორგანიზმის უჯრედების დაყოფა ხდება კონტროლოდ და ინვაზირდება ირგვლივ ჯანსაღ ქსოვილებში და სხვა ორგანოებში.

 

ანმრთელ ორგანიზმში უჯრედები მუდმივად განცდიან განახლებას, როცა უჯრედი ბერდება ან ზიანდება ის კვდება ხდება მისი ჩანაცვლება. ჯრედების ჩანაცვლების პროცესი ავთვისებიანი სიმსივნეების დროს დარღვეულია. სინი ხდებიან სულ უფრო ავტონომიური არ ექვემდებარებიან ორგანიზმის მარეგულირებელ სისტემას. სიმსივნური უჯრედები არ ბერდებიან და არც კვდებიან ისინი უკონტროლოდ მრავლდებიან.

 

კეთილთვისებიანი სიმსივნე არ აზიანებს ინგვლივ მდებარე ქსოვილს არ ვრცელდება არ მეტასტაზირებს სხვა ორგანოებში, არ კარგავენ ავტონომიურობას, იზრდებიან ნელა მაგრამ აღწევენ დიდ ზომებს და ხელს უშლიან ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას. იმსივნეები რგანიზმში გვხვდება ყველგან, პრაქტიკულად ყველა ორგანოში.

 

ამონაკლისს არ წარმოადგენს თვალი, თვალბუდე, თვალის დანამატი ორგანოები (ქუთუთოები, საცრემლე სისტემა). ქაც გვხვდება ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი იმსივნეები.

 

რა სიმპტომებით განისაზღვრება სიმსივნის ტიპები ოფთალმოლოგიაში და რა დროს უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

 

ქუთუთოს წარმონაქმნების დროს ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:  ქუთუთოზე სხვადასხვა ტიპის წარმონაქმნის გაჩენა, განსაკუთრებით თუ წარმონაქმნი სწრაფად იზრდება, არის სისხლმდენი, იცვლის ფერს და ფორმას.

 

კონიუქტივის სიმსივნეების დროს ძირითად არის ლოკალური წარმონაქმნები პრომინირებული სხვადასხვა ფორმის რიგ შემთხვევაში ჩაზრდილი რქოვანაში.

 

თვალშიდა სიმსივნეების დროს, პროცესი დიდიხნის განმავლობაში მიმდინარეობს უსიმპტომოდ და მათი აღმოჩენა ძირითადად ხდება სკრინინგის დროს ან შორს წასულ შემთხვევაში, როცა პაციენტი კარგავს მხედველობას, ბადურა გარსის ჩამოცლის გამო. თვალბუდის სიმსივნეების ვიზუალური სიმპტომებია: ეგზოფთალმი(თვალის წინ გამოწევა), თვალის მოძრაობის შეზღუდვა, ტკივილი.

 

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში როგორ მიმდინარეობს დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროცესი?

 

ქუთუთოს წარმონაქმნების, კონიუქტივის და თვალშიდა სიმსივნეების დროს სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ოფთალმოონკოლოგის დროული კონსულტაცია და გამოკვლევები:

 

1.       ანამნეზის სრულფასოვანი შეკრება

2.       ოფთალმოლოგიური კვლევები

3.       მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია

4.       მორფოლოგიური კვლევა

 

ხოლო ექიმის მიერ მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე და ლოკალიზაციაზე, იმისათვის რომ არ მოხდეს გართულება საჭიროა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროული ვიზიტი ექიმთან და დიაგნოსტიკა.

 

სამედიცინო ცენტრი ვივამედი გთავაზობთ ოფთალმოონკოლოგიურ მომსახურებას, სადაც დაგხვდებათ თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურა და მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი.

 

ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელია - ოფთალმოლოგი ილონა წერედიანი

 

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით წინასწარ ნომერზე 577 60 01 12

დროული დიაგნოსტიკა - ჯანმრთელი მომავლის საწინდარია!

ვივამედი - სრული პასუხისმგებლობით თქვენი ჯანმრთელობისთვის!

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.