სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“ 2022 წლის 22 სექტემბრიდან სარეზიდენტო პროგრამებში სპეციალობების მაძიებელთა მისაღებად აგრძელებს ღია კონკურსს
	 
	> თერაპია
	 
	საკონკურსო პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად:
	 
	სარეზიდენტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალობით “სამკურნალო საქმე”, და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი (შემდგომში – “მაძიებელი”).
	 
	მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
	- უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი;
	- ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა/ სპეციალობის მაძიებლის სერთიფიკატი;
	- პირადობის მოწმობა;
	- რეზიუმე (CV);
	 
	> კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
	- კონკურსანტის საბუთების შეფასება;
	- გასაუბრება საკონკურსო კომისიის წევრებთან.
	 
	> საბოლოო გადაწყვეტილება მაძიებლის სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის თაობაზე მიიღება გასაუბრების შემდეგ. საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 22 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N234, ტელ: 2 101 100; ელ. ფოსტა: info@vivamedi.ge ).
	 
	> გასაუბრება ჩატარდება 30 სექტემბერს 16:00 საათზე
	 
	> კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 1 ოქტომბერს
	 
	> სწავლა დაიწყება 2022 წლის 3 ოქტომბერს
	 
	საკონტაქტო პირი:
	ნინო ცხვედაძე
	პოსტდიპლომური განათლების დეპარტამენტის მთავარი სპექციალისტი
	მობ: 599 26 93 33