• თბილისი 21:08
  • ბაქო21:08
  • ნიუ-იორკი12:08

სიახლეები

ვივამედში მოსახლეობისათვის მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

სამედიცინო ცენტრ "ვივამედში" 24 მაისს, მოსახლეობისთვის ჩატარდა მორიგი უფასო სამედიცინო აქცია, რომელიც მოიცავდა 15 - მდე სხვადასხვა პროფილის ექიმი სპეციალისტის კონსულტაციას, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ კვლევებს.

სამედიცინო აქცია არასამთავრობო ორგანიზაციის „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ და საკრებულოს ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა, რის შედეგადაც 80 - მდე მოქალაქემ უფასო სამედიცინო მომსახურეობა მიიღო, რომელსაც საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერაძეც დაესწრო.

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.