• თბილისი 20:04
  • ბაქო20:04
  • ნიუ-იორკი11:04

სიახლეები

ღია კონკურსი სარეზიდენტო პროგრამებში სპეციალისტების მაძიებელთა მისაღებად

სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“ 2020 წლის 1 მაისიდან სარეზიდენტო პროგრამებში სპეციალობების მაძიებელთა მისაღებად აგრძელებს ღია კონკურსს

☛ ოტორინოლარინგოლოგია (1 მაძიებლის ოდენობით)

საკონკურსო პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად:

► სარეზიდენტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალობით “სამკურნალო საქმე”, და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი (შემდგომში – “მაძიებელი”).
► მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

☛ უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი;
☛ ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა/ სპეციალობის მაძიებლის სერთიფიკატი;
☛ პირადობის მოწმობა;
☛ რეზიუმე (CV);

► კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

☛ კონკურსანტის საბუთების შეფასება;
☛ გასაუბრება საკონკურსო კომისიის წევრებთან.

► საბოლოო გადაწყვეტილება მაძიებლის სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის თაობაზე მიიღება გასაუბრების შემდეგ. საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 1 მაისიდან - 5 მაისის ჩათვლით ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N234, ტელ: 2 101 100; ელ. ფოსტა: info@vivamedi.ge ).

► გასაუბრება ჩატარდება 6 მაისს 12:00 საათზე

► კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2020 წლის 7 მაისს

► სწავლა დაიწყება 8 მაისს

საკონტაქტო პირი:

ზურაბ ჩხაიძე
კლინიკური დირექტორი,
პოსტდიპლომური განათლების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი
მობ: 577 59 55 79

მერაბ ხვადაგიანი
ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანმელი
პროფესორი, მედიცინის დოქტორი
მობ: 57739 98 88

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.