• თბილისი 10:52
  • ბაქო10:52
  • ნიუ-იორკი01:52

სიახლეები

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენელთა ვიზიტი ვივამედში

სამშაბათს 14 ივნისს სამედიცინო ცენტრ ვივამედს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ, საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი ირაკლი ამირანაშვილი და ვიცეპრეზიდენტი დავით თოფურია. ვიზიტის ფარგლებში ვივამედის მედპერსონალისთვის ჩატარდა ორგანაიზინგი, სადაც განხილულ იქნა პროფკავშირის საქმიანობა, მიზნები, არსი და მნიშვნელობა.
 
ვივამედის მედპერსონალის მიერ დაისვა პროფესიული შეკითხვები, მათ უფლებებთან მიმართებაში, რის შემდეგაც აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით დაიგეგმა სემინარი.
© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.