• თბილისი 22:46
  • ბაქო23:46
  • ნიუ-იორკი14:46

სიახლეები

ვივამედმა მოიპოვა „აკრედიტაცია კანადის“ უმაღლესი შეფასება და მიენიჭა პლატინის ხარისხი

სამედიცინო ცენტრმა ვივამედმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროცესი, მოიპოვა „აკრედიტაცია კანადის“  (accreditation Canada) უმაღლესი შეფასება და მიენიჭა პლატინის ხარისხი.

 

„აკრედიტაცია კანადა“ მსოფლიოში ცნობილია თავისი 60-წლიანი გამოცდილებით.

 

„აკრედიტაცია კანადის“ ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნის  სამედიცინო დაწესებულებებში. სამედიცინო ცენტრი ვივამედი ერთ-ერთი პირველია  საქართველოში, რომელმაც „აკრედიტაცია კანადის“ უმაღლესი შეფასება და პლატინის ხარისხი მოიპოვა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, 2025 წლის 1 იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება კლინიკა, რომელსაც მოპოვებული ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია.

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.