• თბილისი 14:50
  • ბაქო15:50
  • ნიუ-იორკი06:50

სიახლეები

ინფექციის კონტროლის კომიტეტის სხდომა

2026 წლის 3 აპრილს კლინიკა ვივამედში ჩატარდა ინფექციის კონტროლის კომიტეტის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე, კლინიკის ეპიდემიოლოგი, კლინიკის უფროსი მედდა, დეპარტამენტებისა და ლაბორატორიის ხელმძღვანელები.

 

სხდომაზე განხილული იქნა კლინიკაში არსებული სანიტარული და ეპიდემიოლოგიური რეჟიმი, გამოვლენილი დარღვევები და მათი აღმოფხვრის ღონისძიებები.

 

ასევე სხდომის დღის წესრიგში იყო C ჰეპატიტზე სკრინინგისა (პაციენტის მიდევნება) და ძალიან მაღალი და მაღალი რისკის სათავსებში დასაქმებული პერსონალის B ჰეპატიტზე იმუნიზაციის საკითხები.

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.