• თბილისი 20:42
  • ბაქო21:42
  • ნიუ-იორკი12:42

სიახლეები

დერმატოლოგიური დაავადებები, რომლებიც ხშირად რჩება უყურადღებოდ მულტიპროფილურ პრაქტიკაში

„ვივამედის“ დილის კონფერენციების ფარგლებში რეგულარულად იმართება პროფესიული განვითარების და უწყვეტი სამედიცინო განათლებისადმი მიძღვნილი აკადემიური შეხვედრები, სადაც განიხილება თანამედროვე მედიცინის აქტუალური და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები.

 

ამჯერად ექიმთა დილის კონფერენციაზე ექიმმა დერმატოლოგმა თინათინ ბატონისაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია თემაზე:

„დერმატოლოგიური დაავადებები, რომლებიც ხშირად რჩება უყურადღებოდ მულტიპროფილურ პრაქტიკაში“.

 

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო კანის დაავადებების ის ფორმები, რომლებიც სხვადასხვა პროფილის პაციენტებში შესაძლოა არასპეციფიკური ნიშნებით გამოვლინდეს და საჭიროებდეს დროულ ამოცნობასა და მულტიდისციპლინურ მიდგომას.

ვივამედში პროფესიული განათლება და გამოცდილების გაზიარება ყოველდღიური კლინიკური პრაქტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.