6 ივნისს საქართველოს პანკრეატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონფერენცია „ღვიძლის და პანკრეასის სტეატოზი და გასტროინტესტინური ტრაქტის დაავადებები“
ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს, მეცნიერებს, მკვლევრებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ღვიძლისა და პანკრეასის დაავადებების მართვის თანამედროვე მიდგომები, დიაგნოსტიკის ინოვაციური მეთოდები და კლინიკური პრაქტიკის აქტუალური საკითხები.
კონფერენცია წარმოადგენს პროფესიული დიალოგისა და სამეცნიერო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს მულტიდისციპლინური თანამშრომლობის გაძლიერებასა და პაციენტთა მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას.
კონფერენცია გაიმართება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, I სართული, II საკონფერენციო დარბაზი.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №33, თბილისი
კონფერენციის პროგრამა
09:00-09:15 სთ. - რეგისტრაცია
09:15-09:30 სთ. - მისასალმებელი სიტყვა - დამფუძნებლები
09:30-09:50 სთ. - მიმოზა კანკია - ღვიძლისა და პანკრეასის სტეატოზი. MD. PhD
09:50-10:20 სთ. - ნატალია გუბერგრიცი - სიახლეები პანკრეატოლოგიაში 2025 (ევროპული კონგრესების მასალის მიხედვით). MD. PhD
10:20-10:40 სთ. - ბელიაევა ნადეჟდა - ღვიძლის იშვიათი ანომალია.MD. PhD
10:40-11:00 სთ. - ზურაბ ჩხაიძე - ნეკროზული პაკრეატიტის ქირურგიული მართვის სტრატეგია (5 წლიანი გამოცდილება) კლინიკა ვივამედის მასალების მიხედვით. MD. PhD
ფატემე ჰამიდინიკი - თსუ დოქტორანტი, ქირურგი, კლინიკა ვივამედი.
11:00-11:20 სთ. - გოჩა ბარბაქაძე - ”მწვავე პანკრეატიტის თერაპიული მართვის თანამედროვე პრინციპები”. MD. PhD
11:20-11:40 სთ. - რამაზ ყურაშვილი - პრედიაბეტისა და დიაბეტის მეტაბოლური ცვლილებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. MD. PhD
11:40-12:00 სთ. - მერაბ კილაძე - ახალი ინვაგინაციური პანკრეატოიეიუნოანასტომოზი პანკრეატოდუოდენექტომიის შემდეგ. MD. PhD
12:00-12:30 სთ. - ყავის შესვენება
12:30-12:50 სთ. - მიხეილ წვერავა - კუჭის ფუნქციური დაავადებები - დიაგნოსტიკა და მართვა. MD. PhD
12:50–13:20 სთ. - გურჰან შიშმანი - ნეკროზული პანკრეატიტით დაავადებულ პაციენტებში (EUS) ენდოსონოგრაფიის კონტროლით შესრულებული თერაპიული ჩარევა. MD. PhD, სტამბულის კლინიკა აჯიბადემი
13:20-13:40 სთ. - მაია ჟამუტაშვილი - B ჰეპატიტის მენეჯმმენტი. MD. PhD
13:40-14:00 სთ. - ირაკლი გიგიაძე, მარიამ გიგიაძე - პანკრეასის ცხიმოვანი ინფილტრაციის რადიოლოგიური კვლევის თავისებურებები. MD. PhD
14:00-15:00 სთ. - შესვენება - ფურშეტი
15:00-15:20 სთ. - ეკატერინე ბერიშვილი ბერნი - პანკრეასი და ტიპი I დიაბეტი. მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და სამეცნიერო კვლევების მიღწევები. MD. PhD, ჟენევის უნივერსიტეტი
15:20-15:40 სთ. - დიმიტრი კორძაია - “ბილიოპანკრეასი”, როგორც ერთიანი სისტემა: ესქპერიმენტული მტკიცებულებები და ახალი კონცეფციები. MD. PhD
15:40-16:00 სთ. - ვასილ გერგედავა, ნატალია აფციაური - პანკრეასის ცხიმოვანი ინფილტრაცია: შემთხვევითი აღმოჩენა თუ მეტაბოლურ და ონკოლოგიურ რისკებთან ასოცირებული მდგომარეობა. MD. PhD
16:00-16:20 სთ. - სოფიო ბერიძე - MASLD და პანკრეასის სტეატოზი: საერთო მეტაბოლური პათოგენეზი და კლინიკური მნიშვნელობა. MD. PhD
16:20-16:40 სთ. - თეა გუბელაძე, ოთარ კიკვიძე - პანკრეასის ულტრაბგერითი ელასტოგრაფიის იაპონური გაიდლაინი
16:40-17:00 სთ. - ელენე ხმალაძე - კუჭ-ნაწლავის ულტრაბგერითი გამოკვლევის შესაძლებლობები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პარაზიტული ინვაზიის პირდაპირი და არაპირდაპირი ნიშნების დიაგნოსტირებაში
17:00-17:20 სთ. - ფერუზა ხამბარაევა - ფიზიოთერაპიის როლი თანამედროვე გასტროენტეროლოგიაში. MD. PhD
17:20-17:40 სთ. - იური კოპილოვი - ნაწლავის ანთებითი დაავადებების უახლესი ტექნოლოგიებით მონიტორინგი.MD. PhD
17:40-18:00 სთ. - თორნიკე ენუქიძე - ქართული სამზარეულოს როლი სტეატოზის განვითარებაში
18:00-18:30 სთ. - დისკუსია
18:30 სთ. - სამახსოვრო ფოტო