3 აგვისტოს, კლინიკა ვივამედში გაიმართა შეხვედრა, კლინიკურ დირექტორ ზურაბ ჩხაიძეს, Arab Academy for Science, Technology and Maritime Transport (AASTMT, Egypt)-ის სტუდენტებსა და მათი დელეგაციის წარმომადგენლებს შორის.
საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტები მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კლინიკა ვივამედში გაივლიან კლინიკურ პრაქტიკას და გამოცდილებას ვივამედის ექიმების მენტორობით შეიძენენ.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვივამედი, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ბაზა, საერთაშორისო სამედიცინო განათლების პროცესში აქტიურად მონაწილეობს და სხვადასხვა ქვეყნის მომავალ ექიმებს მასპინძლობს.
ვუსურვებ ჩვენს სტუმრებს წარმატებულ პრაქტიკას, პროფესიულ განვითარებას და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს საქართველოდან.
Welcome to Vivamedi. Welcome to Georgia!“
კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე