• თბილისი 09:12
  • ბაქო10:12
  • ნიუ-იორკი01:12

სიახლეები

ინფექციების კონტროლის კომიტეტის სხდომა

საუნივერსიტეტო კლინიკა „ვივამედში“, გაიმართა ინფექციების კონტროლის კომიტეტის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ კლინიკური დირექტორი, ეპიდემიოლოგი, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და უფროსი ექთნები. შეხვედრაზე განხილული იყო ინფექციების პრევენციისა და კონტროლის არსებული მდგომარეობა, ძირითადი გამოწვევები და გაუმჯობესების გზები.
 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პაციენტის უსაფრთხოებას, ხელის ჰიგიენას, ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დაცვას, იზოლაციის ღონისძიებებსა და ანტიმიკრობული პრეპარატების რაციონალურ გამოყენებას. შეხვედრაზე განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები და შემდგომი სამუშაო ნაბიჯები ინფექციების კონტროლის სისტემის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად.

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.